Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გიორგი გვიმრაძე - ორი მილიონის სანაცვლოდ 50 მილიონზე უარს ვერ ვიტყვით
ambebi.ge
22 November 2017, 00:20
ორი მილიონის სანაცვლოდ ვერ ვიტყვით უარს 50 მილიონზე, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

როგორც გვიმრაძემ ”პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არათანაბ პირობებშია, ვინაიდან მას კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებით გარკვეული ვალდებულებები აქვს, თუმცა, ვალდებულებები არ დაუკონკრეტებია.

”ორი მილიონის სანაცვლოდ ვერ ვიტყვით უარს 50 მილიონზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე არის არათანაბარ პირობებში იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს. რისთვისაც იქმნება საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველგან, ესაჭიროება გარკვეული რესურსი, რომელიც დღეს არ არის საკმარისი. რეკლამის ნაწილი არ არის მხოლოდ ის კომერციული შემოსავალი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი იმ დამატებითი რესურსისა, რომლის დამატებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს”, - განაცხადა გიორგი გვიმრაძემ. You must have Flash Player installed in order to see this player.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი